გიდები - გამოცდილება

გიორგი ჭანკურიძე



გიორგი  ჭანკურიძე


   

     მეორე თანრიგოსანი მთამსვლელი, ინსტრუქტორი. 

     1988 –1992 წლებში სასწავლო სპორტულ შეკრებებს გადიოდა
 
     სვანეთის მთამსვლელთა  სასწავლო – სპორტულ ბანაკ “აილამა”-ში. 
 
      კავკასიონისა და ლაზეთის ქედის (თურქეთი) მწვერვალებზე
 
      განხორციელებული აქვს 60 - ზე მეტი ასვლა.
 
       აჭარაში სამთო ტურისტული მარშრუტების შესწავლის მიზნით
 
       განხორციელებული აქვს 21 ექსპედიცია. 
 
1995 წლიდან არის რესპუბლიკური სასპორტო სკოლის მწვრთნელი მთამსვლელობასა და კლდეზე ცოცვაში.   
 
1997 წელს დააფუძნა აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა ფედერაცია. 2000 – 2002 წლებში მუშაობდა ბათუმის სამაშველო
 
 სამსახურის, სამთო მომზადების ინსტრუქტორად 2002 წელს დააფუძნა ტურისტული  სააგენტო  “ხინო”

 

 

ირაკლი კაპანაძე


ირაკლი კაპანაძე


   

   მთამსვლელი, განხორციელებული აქვს ასვლები კავკასიონისა და
 
 ლაზეთის ქედის მწვერვალებზე: “ნინოშვილი”,  “ქორულდი”,  “ალთიპარმაღი”, ,“კაჩკარი“, " შინო"
 
 დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
 
 უნივერსიტეტი, ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობით
 
 ბათუმის პროფესიული კოლეჯი სამთო გიდის სპეციალობით.
 
 2008 წელს მონაწილეობდა, აჭარაში სამთო ტურისტული
 
 მარშრუტების შესწავლის მიზნით განხორციელებულ ექსპედიციაში.
 
2011–2012 წელს მუშაობდა ჩირუხის,  შოვისა და ყაზბეგის სამთო ბანაკებში ინსტრუქტორად.
 
 
 
 
 
 
 

ირაკლი თავართქილაძე

 


ირაკლი თავართქილაძე


 

     მთამსვლელი, დალაშქრული აქვს მწვერვალი “ალთიპარმაღი”,“კაჩკარი“
 
 დაამთავრა ბათუმის პროფესიული კოლეჯი სამთო გიდის
 
 სპეციალობით.
 
 2008 წელს მონაწილეობდა, აჭარაში სამთო ტურისტული
 
 მარშრუტების შესწავლის მიზნით განხორციელებულ ექსპედიციაში.
 
 აჭარის 2009 წლის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში 2011, 2012 წელს
 
 მუშაობდა ჩირუხისა და ყაზბეგის სამთო ბანაკში ინსტრუქტორად

 

 

 

 

გიორგი ლორთქიფანიძე


გიორგი ლორთქიფანიძე 


 

   მთამსვლელი, დალაშქრული აქვს მწვერვალები: “ალთიპარმაღი”,“კაჩკარი“ " შინო"

 დაამთავრა ბათუმის პროფესიული კოლეჯი სამთო გიდის სპეციალობით.
 
 აჭარის 2011 წლის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში
 
 2011, 2012 წელს მუშაობდა შოვის და ყაზბეგის სამთო ბანაკში ინსტრუქტორად.