ტურის დასახელება – თურქეთის საქართველო
ტურის ტიპი – სამთო
ტურის ხანგრძლივობა – 4 დღე
ტურის აღწერა
- 1 დღ. ბათუმიდან თურქეთში, იმიერ ტაოში გამგზავრება. საქართველოს ისტორიულ კუთხეში, დავით კუროპალატის სამეფოს ერთ-ერთი ულამაზესი ხეობის; პარხალის ხეობის ქართულ სოფელში – ხევეკში (h=1510მ.) დაბანაკება. ღამისთევა კარვებში.
- 2 დღ. ხევეკის ქართული სოფლების დათვალიერება. (ობლიკარიდან (h=1780მ.) ყიშლების გავლით დევსეკარში (h=1940მ.) გადმოსვლა.) ღამისსათევთან დაბრუნება.
- 3 დღ. სოფელ ქობაიში (h=2010მ.) ასვლა მანქანით. ქობაიდან სოფელ ბალხში(h=1865მ.) გადმოსვლა ფეხით და იქედან სოფელ ხევეკში ბილიკით ჩამოსვლა.
- 4 დღ. ბათუმში გამომგზავრება გზად პარხალის ტაძრის მოლოცვა.
ტურის ღირებულება 15 კაციანი ჯგუფისათვის –––– ლარი
ტურის ფასი ითვალისწინებს
- ტრანსპორტით მომსახურებას
- გიდით მომსახურებას
- სამთო აღჭურვილობას (კარვებს, საძილე ტომრებს, პარალონებს)
ტურის ფასი არ ითვალისწინებს
- კვებას
შენიშვნა: ტური გათვალისწინებულია ფიზიკურად მომზადებული ჯგუფისთვის. შეგვიძლია, თქვენი სურვილის მიხედვით შევცვალოთ ტურის პირობები და ხანგრძლივობა. ტური შეიძლება განხორციელდეს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

