ტურისტული სააგენტო „ხინო „ ფუნქციონირებს 2002 წლიდან. სააგენტო მოგემსახურებათ გამოცდილი, პროფესიანული გიდებით. კეთილსინდისიერება ხარისხიანი მომსახურება არის გარანტია იმისა, რომ თქვენ გექნებათ დაუვიწყარი მოგზაურობები საქარტველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მუდმივი საზრუნავია თქვენთვის მაქსიმალურად კარგი პირობების შექმნა, თქვენი სურვილებისა და გემოვნების დაკმაყოფილება. ჩვენ შეგვიძლია თქვენთვის სასურველ დროს დაგიგეგმოთ სხვადასხვა ხანგრძლივობის თქვენთვის საინტერესო ტურები.
ჩვენი გუნდი
გიორგი ჭანკურიძე
მთამსვლელი, სამთო მომზადების ინსტრუქტორი.
- 1988 – 1992 წლებში სასწავლო -სპორტული შედეგები გაიარა სვანეთის მთამსვლელთა მომზადების სასწავლო სპორტულ ბანაკ „აილამა“-ში.
- კავკასიონისა და ლაზეთის ქედის (თურქეთი) მწვერვალებზე განხორციელებული აქვს 70 მდე ასვლა.
- 1995 წლიდან არის რესპუბლიკური სასპორტო სკოლის მწვრთნელი მთამსვლელობასა და კლდეზე ცოცვაში.
- 1997 წელს დააფუძნა აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა ფედერაცია.
- 2000 – 2002 და 2013 – 2016 წლებში მუშაობა აჭარის სამაშველო სამსახურში სამთო მომზადების ინსტრუქტორად.
- 2002 წელს დააფუძნა ტურისტული სააგენტო „ხინო.“ აჭარაში სამთო – ტურისტული მარშრუტების შესწავლის მიზნით განხორციელებული აქვს 22 ექსპედიცია.
- 2009 წლიდან კოლეჯი მუშაობს „ბლექს“ ში „სამთო გიდი“ ს პედაგოგად.

ირაკლი კაპანაძე
მთამსვლელი, განხორციელებული აქვს არაერთ ასვლა კავკასიონის და ლაზისტანის მწვერვალებზე.
- 2004 წელს გადიოდა სასწავლო საწვრთნო შეკრებას მთამსვლელთა მოსამზადებელ ბანაკ „ზესხო“-ში
- 2007 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობით.
- 2008 წელს მონაწილეობდა აჭარაში სათო ტურისტული მარშრუტების შესწავლის მიზნით განხორციელებულ ექსპედიციებში.
- 2010 წელს დაამთავრა ბათუმის კოლეჯი „ბლექსი“ სამთო გიდის სპეციალობით.
- 2011 – 2016 წლებში მუშაობა აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა ფედერაციის მიერ განხორციელებულ „სამთო ახალგაზრდულ ბანაკებში ინსტრუქტორად.

გიორგი ლორთქიფანიძე
მთამსვლელი, განხორციელებული აქვს არაერთ ასვლა კავკასიონის და ლაზისტანის მწვერვალებზე.
- 2011 წელს გახდა აჭარის ჩემპიონი კლდეზე სწრაფ ცოცვაში.
- 2010 წელს დაამთავრა ბათუმის კოლეჯი „ბლექსი“ სამთო გიდის სპეციალობით.
- 2011 – 2016 წლებში მუშაობა აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა ფედერაციის მიერ განხორციელებულ „სამთო ახალგაზრდულ ბანაკებში ინსტრუქტორად.
