ჩვენს შესახებ

გაიცანით კომპანიის დამფუძნებლები და შესანიშნავი გუნდის წევრები

ჩვენი მისია

ტურისტული კომპანია “ხინო” ფუნქციონირებს 2002 წლიდან.  ის დაკომპლექტებულია პროფესიონალი კადრებით, ხასიათდება კეთილსინდისიერი და ხარისხიანი მომსახურებით. სააგენტო გთავაზობთ  დაუვიწყარ მოგზაურობებს  საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მიზანია, თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების შექმნა, თქვენი სურვილების და გემოვნების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ  თქვენთვის ხელსაყრელი სხვადასხვა ხანგრძლივობისა და მიმართულების  ტურები.

გიორგი ჭანკურიძე

მეორე თანრიგოსანი მთამსვლელი, ინსტრუქტორი

1988 –1992 წლებში სასწავლო სპორტულ შეკრებებს გადიოდა სვანეთის მთამსვლელთა სასწავლო – სპორტულ ბანაკ “აილამა”-ში. კავკასიონისა და ლაზეთის ქედის (თურქეთი) მწვერვალებზე განხორციელებული აქვს 60 - ზე მეტი ასვლა. აჭარაში სამთო ტურისტული მარშრუტების შესწავლის მიზნით განხორციელებული აქვს 21 ექსპედიცია. 1995 წლიდან არის რესპუბლიკური სასპორტო სკოლის მწვრთნელი მთამსვლელობასა და კლდეზე ცოცვაში. 1997 წელს დააფუძნა აჭარის მთამსვლელთა და მეკლდეურთა ფედერაცია. 2000 – 2002; 2014 – 2016 წლებში მუშაობდა ბათუმის სამაშველო სამსახურის, სამთო მომზადების ინსტრუქტორად 2002 წელს დააფუძნა ტურისტული სააგენტო “ხინო”.

ირაკლი კაპანაძე

მთამსვლელი

განხორციელებული აქვს ასვლები კავკასიონისა და ლაზეთის ქედის მწვერვალებზე: “ნინოშვილი”, “ქორულდი”, “ალთიპარმაღი”, ,“კაჩკარი“, " შინო". დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმის მენეჯმენტის სპეციალობით ბათუმის პროფესიული კოლეჯი სამთო გიდის სპეციალობით. 2008 წელს მონაწილეობდა, აჭარაში სამთო ტურისტული მარშრუტების შესწავლის მიზნით განხორციელებულ ექსპედიციაში. 2011–2016 წელს მუშაობდა ჩირუხის, მულახის, შოვისა და ყაზბეგის სამთო ბანაკებში ინსტრუქტორად. 2016 –2017 წლებში ხელმძღვანელობდა მთამსვლელთა შეკრებას ალპინისტურ ბანაკ "ზესხოში", და განახორციელა ასვლები "ნინოშვილზე და "მარჯანიშვილზე.

ირაკლი თავართქილაძე

მთამსვლელი

დალაშქრული აქვს მწვერვალი “ალთიპარმაღი”,“კაჩკარი“ დაამთავრა ბათუმის პროფესიული კოლეჯი სამთო გიდის სპეციალობით. 2008 წელს მონაწილეობდა, აჭარაში სამთო ტურისტული მარშრუტების შესწავლის მიზნით განხორციელებულ ექსპედიციაში. აჭარის 2009 წლის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში 2011, 2012 წელს მუშაობდა ჩირუხისა და ყაზბეგის სამთო ბანაკში ინსტრუქტორად.

გიორგი ლორთქიფანიძე

მთამსვლელი

დალაშქრული აქვს მწვერვალები: “ალთიპარმაღი”,“კაჩკარი“ " შინო". დაამთავრა ბათუმის პროფესიული კოლეჯი სამთო გიდის სპეციალობით. აჭარის 2011 წლის ჩემპიონი კლდეზე ცოცვაში. 2011 – 2015 წლებში მუშაობდა შოვის, მულახისა და ყაზბეგის სამთო ბანაკში ინსტრუქტორად. 2016 – 2017 წლებში მონაწილეობა მიიღო მთამსვლელთა ბანაკ "ზესხო" –ში ჩატარებულ საწვრთნო შეკრებაში და განახორციელა ასვლები “ნინოშვილზე” და „მარჯანიშვილზე".